Wednesday, May 13, 2015

დღე-9

დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება.დავასრულეთ ყველა მასალა და შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.

ირმა მემანიშვილის პრეზენტაცია იყო სრულყოფილი .აღებული ჰქონდა საინტერესო თემა:"საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება".

თამთა ინაურის  პროექტი თემაზე:"ჩვენი თანატოლები".ძალიან აქტუალური თემაა სადაც გამოკვეთილია პრობლემა ქუჩის ბავშვები,მათი ცხოვრება და მათი თანატოლების ცხოვრება.

რუსუდან ურუშაძე თემით:"გენმოდიფიცირებული საკვები"-ძალიან  მომეწონა,
 პრეზენტაცია იყო სრულყოფილი.ამ საკითხით მოსწავლეები გაიგებენ რომ ჯანსაღი კვება  ჯანმრთელობის საწინდარია.

გოგბერაშვილი ნანა- თემა ეხებოდა "მჟავიანობის განსაზღვრა პროდუქტებში და მინერალურ წყლებში".პროექტის კვლევების შედეგად სასარგრბლო რჩევები მივიღეთ.

ეკატერინე ლეგაშვილი-თემით:"ატმოსფეროს ეკოლოგია".ატმოსფეროს დაბინძურება იმდენად მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე რომ აუცილებელია ამ საკითხია განხილვა და გადაჭრის გზების ძიება.

ნათელა ჯიბუტი თემით:"ეს ყველაფერი ხელოვნებაა"თემა ეხებოდა ქართულ ტრადიციებს. ჩემი აზრით ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების ხელოვანია.

ნათელა ზირაქაშვილი-თემით:"ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი".მნიშვნელოვანი თემაა და მომავალი თაობა დაფიქრდება ელექტროენერგიის უდიერი ხარჯვა დააწვება თუ არა ოჯახს მძიმე ტვირთად.

თამარ ბიწაძე თემით:"მეორე მსოფლიო ომი და სასქართველო"მომეწონა პრეზენტაცია.მსმენელებშიც გამოიწვია დიდი პოლემიკა.

ნაზი სვანიძე-თემით:"ბრბოს ფსიქოლოგია"მტად დასაფიქრებელი საკითხია განხილული,მშვენიერების ჩაქოლვა სხვადასხვა მიზეზების გამო.

თამარ იმერლიშვილი-თემით:"თავისუფლების როლი ხელოვნებაში"ეს პროქტი დააფიქრებს თაობას თუ რა როლი აქვს თავისუფლებას ზოგადად ადამიანისთვის.

ვერა ჯინჭარაძე-თემით:"ქართული ხალხური ფოლკლორი"ამ პროექტიტ მოსწავლეები უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან საკუთარ მუსიკალურ კულტურას.

Tuesday, May 12, 2015

დღე-8

გავეცანით  პროცედურებს,ასევე გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.შევქმენით ონლაინ კითხვარი გუგლ ფორმების გამოყენებით და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვისწავლეთ გუგლ ფორმებზე მუშაობა.

Monday, May 11, 2015

დღე -7

განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები,მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისაგან.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას.მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით,ამისთვის შევქმენით მოსწავლისათვის თვითშეფასების ფორმა და  დახმარებისთვის ხარაჩო.ბლოგზე გავაკეთეთ გვერდები.

Wednesday, May 6, 2015

დღე-6
ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მოსწავლის ნაშრომი.უკუკავშირი გავაკეთეთ ერთმანეთის ნაშრომზე.შევქმენით შეფასების რუბრიკა და ავტვირთეთ დრაივზე.

მოსწავლის ნაშრომი

Monday, May 4, 2015

დღე-5
დავიწყეთ დრაივზე მუშაობა,გავაზიარეთ ნამუშევრები და ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერეტურის ჩანიშვნა.გავიგეთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი.შევქმენით პროექტის შესაბამისი სლაიდ-შოუ და ავტვირთეთ დრაივზე.

Wednesday, April 29, 2015

დღე-4
გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს ვიუვერში მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა.თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,დასაწყისისთვის,მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგ.მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე დიაგრამა.დრაივში გადავიტანეთ პროექტის გეგმა.ყველა ამოცანისთვის ჩამოვწერეთ აქტივობები.

Monday, April 27, 2015

დღე-3
გადავხედეთ სტანდარტს და ვნახეთ იყო თუ არა მაღალ სააზროვნო კითხვები,შეესაბამებოდა თუ არა განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.დავწერეთ ამოცანები რომლის შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი.ვნახეთ სლაიდ შოუ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.ვნახეთ მაღალი დონის გამომხატველი კითხვები, 21-ე საუკუნის უნარ-ცვევების გასავითარებელი კითხვები.პროექტის გეგმაში ჩავწერეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დრაივზე.

Wednesday, April 22, 2015

დღე 2
მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო თემები.დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ პროექტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები,რომელიც გათვლილი არის მაღალ სააზროვნო უნარებზე და შესაძლებელი იქნება მათი შეფასება.დავაკოპირეთ და ჩავსვით პროექტის შესაბამის ველში.ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა,ბუკლეტისთვის სურათების ინტერნეტიდან გადმოწერა  და ჩასმა.ჯიმაილზე გადავაგზავნეთ ინფორმაცია.

Monday, April 20, 2015

დღე-1

გავეცანით ერთმანეთს. ვისწავლე პორთფოლიოს ჩეკლისტი. ვიუერის მოხმარება. შევქმენით საქაღალდეები. გავეცანით პორთფოლიოს ჩეკლისტის მახასიათებლებს. გავეცანით პროექტის მახასიათებლებს,  ,,რომეო და ჯულიეტას" სასწავლო ნიმუშს. საინტერესო დღე გვქონდა. სახლში პატარა დავალება გვაქვს შესასრულებელი