Wednesday, May 13, 2015

დღე-9

დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება.დავასრულეთ ყველა მასალა და შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.

ირმა მემანიშვილის პრეზენტაცია იყო სრულყოფილი .აღებული ჰქონდა საინტერესო თემა:"საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება".

თამთა ინაურის  პროექტი თემაზე:"ჩვენი თანატოლები".ძალიან აქტუალური თემაა სადაც გამოკვეთილია პრობლემა ქუჩის ბავშვები,მათი ცხოვრება და მათი თანატოლების ცხოვრება.

რუსუდან ურუშაძე თემით:"გენმოდიფიცირებული საკვები"-ძალიან  მომეწონა,
 პრეზენტაცია იყო სრულყოფილი.ამ საკითხით მოსწავლეები გაიგებენ რომ ჯანსაღი კვება  ჯანმრთელობის საწინდარია.

გოგბერაშვილი ნანა- თემა ეხებოდა "მჟავიანობის განსაზღვრა პროდუქტებში და მინერალურ წყლებში".პროექტის კვლევების შედეგად სასარგრბლო რჩევები მივიღეთ.

ეკატერინე ლეგაშვილი-თემით:"ატმოსფეროს ეკოლოგია".ატმოსფეროს დაბინძურება იმდენად მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე რომ აუცილებელია ამ საკითხია განხილვა და გადაჭრის გზების ძიება.

ნათელა ჯიბუტი თემით:"ეს ყველაფერი ხელოვნებაა"თემა ეხებოდა ქართულ ტრადიციებს. ჩემი აზრით ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების ხელოვანია.

ნათელა ზირაქაშვილი-თემით:"ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი".მნიშვნელოვანი თემაა და მომავალი თაობა დაფიქრდება ელექტროენერგიის უდიერი ხარჯვა დააწვება თუ არა ოჯახს მძიმე ტვირთად.

თამარ ბიწაძე თემით:"მეორე მსოფლიო ომი და სასქართველო"მომეწონა პრეზენტაცია.მსმენელებშიც გამოიწვია დიდი პოლემიკა.

ნაზი სვანიძე-თემით:"ბრბოს ფსიქოლოგია"მტად დასაფიქრებელი საკითხია განხილული,მშვენიერების ჩაქოლვა სხვადასხვა მიზეზების გამო.

თამარ იმერლიშვილი-თემით:"თავისუფლების როლი ხელოვნებაში"ეს პროქტი დააფიქრებს თაობას თუ რა როლი აქვს თავისუფლებას ზოგადად ადამიანისთვის.

ვერა ჯინჭარაძე-თემით:"ქართული ხალხური ფოლკლორი"ამ პროექტიტ მოსწავლეები უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან საკუთარ მუსიკალურ კულტურას.

Tuesday, May 12, 2015

დღე-8

გავეცანით  პროცედურებს,ასევე გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.შევქმენით ონლაინ კითხვარი გუგლ ფორმების გამოყენებით და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვისწავლეთ გუგლ ფორმებზე მუშაობა.

Monday, May 11, 2015

დღე -7

განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები,მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისაგან.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას.მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით,ამისთვის შევქმენით მოსწავლისათვის თვითშეფასების ფორმა და  დახმარებისთვის ხარაჩო.ბლოგზე გავაკეთეთ გვერდები.

Wednesday, May 6, 2015

დღე-6
ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მოსწავლის ნაშრომი.უკუკავშირი გავაკეთეთ ერთმანეთის ნაშრომზე.შევქმენით შეფასების რუბრიკა და ავტვირთეთ დრაივზე.

მოსწავლის ნაშრომი

Monday, May 4, 2015

დღე-5
დავიწყეთ დრაივზე მუშაობა,გავაზიარეთ ნამუშევრები და ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერეტურის ჩანიშვნა.გავიგეთ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი.შევქმენით პროექტის შესაბამისი სლაიდ-შოუ და ავტვირთეთ დრაივზე.